ინდოეთში 8 თვის ჩვილი ბიძაშვილმა გააუპატიურა

„BBC“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის დედაქალაქ დელიში 8 თვის ჩვილი საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა. გავრცელებული ინფორმაციით, 8 თვის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამართალდამცველებმა მედიას განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ 28 წლის ბრალდებული დააკავეს.
„ქალთა კომისიის“ თავმჯდომარემ დაზარალებული ჩვილი საავადმყოფოში მოინახულა და განაცხადა, რომ ის „საშინელ“ მდგომარეობაშია, მისი თქმით „გოგონა საავადმყოფოში ინტენსიური ზრუნვის ქვეშ იმყოფება, შინაგანი ორგანოები კი საშინლად დაზიანებული აქვს“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას მოხდა, თუმცა მედიისთვის, ფაქტის შესახებ, ცნობილი ორშაბათს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები