ირლანდიაში აბორტთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება

ირლანდიის მთავრობა შეთანხმდა, რომ აბორტთან დაკავშირებით, რეფერენდუმი მაისის ბოლოს ჩაატაროს. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
რეფერენდუმში მონაწილეობას მოსახლეობა მიიღებს, რომლებიც გადაწყვეტენ გაუქმდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები.
ირლანდიაში აბორტი იმ შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც მშობიარობისას დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარდკარმა განაცხადა, რომ ის რეფორმების კამპანიას განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიაში 1983 წელს მიღებული კანონით, დედისა და ნაყოფის სიცოცხლის უფლება თანაბარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები