პენსილვანიაში ავტოსამრეცხაოზე 28 წლის მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა

პენსილვანიაში, ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა იქ მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას „abcnews“ ავრცელებს.
ქალაქ პენსილვანიის ოფიციალური წარმოადგენლების განცხადებით, მამაკაცი რომელმაც თავდასხმა განახორციელა, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და დამცავი ჟილეტი ეცვა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 2:45 საათზე მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სამრეცხაოზე მყოფი ერთ-ერთი გოგონას ყოფილი შეყვარებული იყო.
როგორც პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, დამნაშავემ ინციდენტის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა კი, ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები