ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები

ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, დამცავ ჯებირს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა, შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან მდინარეში ჩავარდა. ინფორმაციას „firstpost.com” ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 6:30 საათზე მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა სამაშველო ჯგუფისა და სამართალდამცველების მოსვლას არ დაელოდა, მათ 7 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციისა და მაშველების დაგვიანება გააპროტესტა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ თავს დაესხნენ, ასევე გაანადგურეს რამდენიმე პოლიციის მანქანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ მცირე 40 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები