გერმანიაში, პარკინგზე გაჩერებული 2 სატვირთო გაიტაცეს, რომელსაც 44 ტონა შოკოლადი გადაჰქონდა

უცნობმა პირებმა, გერმანულ ქალაქ ფრაიბურ-იმ-ბრაისგაუში, გაიტაცეს ორი სატვირთო მანქანა, რომელსაც 44 ტონა შოკოლადი გადაჰქონდა. ინციდენტი შაბათს, ღამით მოხდა. ორი სატვირთო, 400 ათასი ევროს ღირებულების პროდუქტით, საწარმოო ზონაში არსებულ პარკინგზე იყო გაჩერებული. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი სატვირთო საწარმოო ზონასთან ახლოს გზაზე იპოვეს. მძღოლი გაქცეული იყო, თუმცა ტვირთი ჯერ კიდევ მისაბმელში იყო. მეორე სატვირთო ქალაქ ლარის მახლობლად აღმოაჩინეს, თუმცა მისაბმელი უკვე ცარიელი იყო. დამნაშავეებმა 22 ტონა შოკოლადის სხვა სატვირთოში გადაზიდვა და მიმალვა შეძლეს. ამ დროისთვის მათი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
ზაფხულში მსგავსი შემთხვევა ქალაქ ნოიშტადტში მოხდა. მაშინ ბანდიტების საკბილო 20 ტონა შოკოლადი გახდა, მათ შორის იყო „ქინდერ-სიურპრიზი“ და შოკოლადის პასტა „ნუტელა“. მოპარული პროდუქციის ფასი 70 ათას ევროს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები