ამერიკელი, რომელმაც ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო, ფულის მიღებიდან სამ დღეში გარდაიცვალა

51 წლის დურგალმა დონალდ სავოსტანომ, ნიუ-იორკის შტატიდან, სადღესასწაულო ლატარიის ბილეთი იყიდა, რომელიც ათი დოლარი ღირდა. გადაფხეკის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ მილიონი დოლარი მოიგო. ამერიკული ლატარიის წესებით, მოგებას გამარჯვებულებს ნაწილ-ნაწილ რამდენიმე წლის განმავლობაში უხდიან. პროცესის დაჩქარების მიზნით, გამარჯვებულს შეუძლია თანხის ნაწილზე უარი თქვას და დარჩენილი ნაწილი მთლიანად აიღოს. სავოსტანომ სწორედ ეს ვარიანტი ამოარჩია და იანვრის დასაწყისში ლატარიის ორგანიზატორებმა მას 661,8 ათასი დოლარის ოდენობის ჩეკი გადასცეს.
მოგების შემდეგ დურგალმა ჟურნალისტებს უამბო, რომ სიბერისთვის არაფერი დაუგროვებია და ეს თანხა სწორედ სიბერის ღირსეულად გატარებაში დაეხმარება. ის მანქანის ყიდვას, ვალების გადახდას და პატარა ბიზნესის დაწყებას გეგმავდა. თუმცა, სამწუხაროდ, თანხის მოგებიდან რამდენიმე დღეში სავოსტანოს სიმსივნე აღმოუჩინეს, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და 26 იანვარს ის გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები