ბრიტანელი მოთხილამურეები საფრანგეთის ალპებში დაიღუპნენ

„BBC“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში დასასვენებლად ჩასული 2 ბრიტანელი მოთხილამურე ალპურ ზონაში დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინციდენტის ადგილზე გაემართნენ და 2 გვამი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი სამართალდამცვლების განცხადებით, მოთხილამურეებმა სრიალისთვის არახელსაყრელი დრო შეარჩიეს, რადგან თოვლი მთლიანად გაყინული იყო და მათი დაღუპვა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სათხილამური ტრასა, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები დაიღუპნენ, მოთხილამეურეებისთვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისინი მზად არიან გარდაცვლილთა ოჯახებს ყველანაირად დაეხმარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები