ფრანგ მინისტრს, ქალის გაუპატიურებაში ბრალდებების გამო, გადადგომას სთხოვენ
საფრანგეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკელები“ სახელმწიფო სამსახურის და ბიუჯეტის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის გადაყენებას მოითხოვს, რომელსაც ქალბატონის გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ინციდენტი, მომავალი მინისტრის მონაწილეობით, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2009 წელს მოხდა. ყოფილი „გოგონა გამოძახებით“ ადანაშაულებს დარმანენს იმაში, რომ თითქოსდა ის გააუპატიურა მაშინ, როცა გოგონამ პარტიას, „კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის“, იურიდიული დახმარებისთვის მიმართა. ამ საჩივარზე გამოძიება წინა კვირას განახლდა.
„ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ბრალდების სერიოზულობის გათვალისწინებით და აღნიშნული სამართლებრივი საქმის ღიაობის გამო, მიგვაჩნია, რომ დარმანენს არა აქვს სხვა გამოსავალი, თანამდებობის დატოვების გარდა“- განაცხადა „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა პრეს-კონფერენციაზე. მანამდე პეტიცია ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს ქალთა უფლებებისთვის მებრძოლმა ფრანგმა ქალებმა. თავად მინისტრი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.