ვინ შეცვლის სდსს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ანზორ ჩუბინიძეს?

   სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძეს გიორგი მღებრიშვილი შეცვლის. როგორც “კვირას“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კობაიძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ანზორ ჩუბინიძეს ხსენებულ პოსტზე, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ. „ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურის ვებგვერდით იხელმძღვანელეთ.
ჯერჯერობით ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც კი შესაბამისი ინფორმაცია გვექნება, მაშინვე გავავრცელებთ. თვის ბოლომდე ანზორ ჩუბინიძე სამსახურში ცხადდება“,- განუცხადა პორტალ “კვირას“ ნინო კობაიძემ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძეს, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი შეცვლის. ანზორ ჩუბინიძე თანამდებობას თვის ბოლოს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები