შსს-ს მიერ დაკავებულებმა ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით 1830 ლარი და მობილური ტელეფონები გაიტაცეს

შს სამინისტრომ ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწაყაროში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ და ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 1987 წელს დაბადებულ მ.გ.-სა და 2001 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები