ნაცვლიშვილის თქმით, მარგველაშვილს კამპანიისთვის ფინანსების მობილიზების რამდენიმე გზა აქვს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ იყრის კენჭს თანამდებობაზე, მას ფინანსების მობილიზება დასჭირდება.
როგორც ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მარგველაშვილს ფინანსების მობილიზების რამდენიმე გზა აქვს.
ერთი, რომ მისი კამპანია ბიზნესმენებმა დააფინანსონ, ან ფულით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაეხმაროს, ან ნაცვლიშვილის ვარაუდით, პრეზიდენტმა ფული კორუფციული შეწყალებების გზით უნდა იშოვოს.
„მარგველაშვილი საქართველოს ზიანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აყენებს, იმიტომ რომ აქ ყველამ იცის მისი სიტყვის ფასი, ყველას თვალწინ ფორმირდებოდა ეს პროფესიონალი გადამგდები. ჩემი აზრით, თუ დააყენებს კანდიდატურას, მას გარკვეული ფინანსების მობილიზება მოუწევს. სად უნდა იშოვოს მარგველაშვილმა ფინანსები?! კაცმა რომელმაც აბსოლუტურად უმიზეზოდ გადააგდო გუნდი, კაცმა რომელმაც არ შეასრულა არც ერთი თავისი სიტყვა – ასეთ კაცს ბიზნესი ფულს არ მისცემს. რჩება რა? რჩება მიშა სააკაშვილი. მისი იდეალი, რომელსაც შეუძლია საქართველოდან ნაძარცვი ფულიდან, რაღაცა ნაწილი მისცეს. ან რჩება კორუფციული შეწყალებები. კორუფციული შეწყალებების თემას ნუ გამორიცხავთ. 30 ათასი პატიმრიდან 9 ათასამდე ჩამომყვანი ხელისუფლების პირობებში, იმ დემოკრატიისა და ლიბერალური კანონმდებლობის პირობებში, როდესაც ესოდენ ძნელია ბრალდებულის მსჯავრდებამდე მიყვანა, ასეთ პირობებში როდესაც ადამიანი ასეთი ხელგაშლილობით იწყალებს – ის არის ან მანიაკი და მავნებელი, ან კორუფციონერი“,-განმარტა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები