ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრა გრიპის ვირუსის გამო გადადო

   არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, რომელიც 28 იანვარს იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, გადადების მიზეზი გახდა გრიპის ვირუსი. პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება. პრესკონფერენციის ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჟურნალისტების აკრედიტაციის ვადა  28 იანვრის 22 საათამდე გაგრძელდა. ამ დრომდე აკრედიტირებულ ჟურნალისტებს რეგისტრაციის ხელახლა გავლა არ მოეთხოვებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები