მაიკ პენსიმ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის თარიღი დაასახელა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადაიტანენ. ამის შესახებ, მაიკ პენსმა ისრაელის პარლამენტში განაცხადა.
პენსის განცხადებით, გადაწყევტილება საელჩოს გადატანასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა მიიღო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად მიიჩნევს. ინფორმაციას „Vesti.ru“ ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში 3 დღიანი ვიზიტით, 21 იანვარს ჩავიდა, მანამდე კი ეგვიპტესა და იორდანიაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები