აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანთან ბირთვულ შეთანხმებას კატასტროფას უწოდებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ისრაელის პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ მისცემს უფლებას ირანს, ბირთვული იარაღი მიიღოს და მასთან შეთანხმების სერტიფიცირებას აღარ მოახდენს.
„დიდი სახელმწიფოების“ გარიგებას ირანთან მისი ატომური პროექტის თაობაზე, პენსმა კატასტროფა უწოდა და განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მის განახლებაზე მუშაობს და მზად არის შეთანხმებების ანულირება მოახდინოს, თუ კი მათი კორექტირება არ მოხერხდება. „ირანული ბირთვული შეთანხმება-კატასტროფაა. აშშ მის სერტიფიცირებას აღარ მოახდენს. ამერიკა არასდროს მისცემს ირანს უფლებას, რომ ბირთვული იარაღს ფლობდეს“- განაცხადა მან დარბაზის ოვაციების თანხლებით.
ამას გარდა, პენსმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ აშშ-ის საელჩოს ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში 2019 წლამდე გადაიტანს.