„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში „საქართველოს კარიტასის“  ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

0

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით,  „საქართველოს კარიტასის“  ბენეფიციარები  თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და  ბენეფიციარებისთვის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ გამოყო.

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მსგავსი კულტურული  ღონისძიებები ხშირად იმართება, მისი მიზანი კი არის საქართველოს პროკურატურის ჩართულობა ბენეფიციართა საზოგადოებრივ ინტეგრაციაში და მათთვის კულტურისა და შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი