გლდანში აფთიაქი დააყაჩაღეს
თბილისში, გლდანში ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქი, აფთიაქების ქსელის მქონე რომელიმე კომპანიას არ ეკუთვნის.