თემქაზე მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

0

თბილისში, თემქაზე მშენებარე კორპუსის მეორე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 27 წლის მამაკაცს, არსებული ინფორმაციით, ჩაფხუტი არ ეკეთა. როგორც ობიექტის დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, უსაფრთხოების ნორმები დაცულია და შესაძლოა მისი ჩამოვარდნა უსაფრთხოების ქამრის გაწყვეტამ გამოიწვია. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ახალგაზრდა მამაკაცს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი