ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოლოგიური პრინციპებით წარმოების განვითარება

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანიის „ჩირინას“ მფლობელობაში არსებული საწარმოები დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ისეთი სტანდარტების დანერგვა, რაც მაღალი წარმადობის პარალელურად, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და მდგრადი ეკოლოგიური პრინციპებით  წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომპანია „ჩირინა“ ერთ-ერთია, რომელიც პროდუქციას უნარჩენო წარმოებით ქმნის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიური ხაზით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო  სტანდარტებს.

კომპანიის მფლობელობაშია სპეციალური ნაკელსაყრელი, სადაც ნაკელი  ორგანულ სასუქად გარდაიქმნება. მისი გამოყენება ნიადაგს მნიშვნელოვნად ანაყოფიერებს, ამარაგებს საჭირო მიკროელემენტებით, ამცირებს სასუქის გამოყენების აუცილებლობას, რაც ხარისხის მაჩვენებელს აუმჯობესებს და მოსავლიანობას ზრდის.

ლევან დავითაშვილმა, კომპანია „ჩირინას“ მფლობელ რევაზ ვაშაკიძესთან ერთად, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიაც დაათვალიერა, რომელიც  სსტ ისო/იეკ 17025-ის სტანდარტს ფლობს და სხვადასხვა საწარმოს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი