სანზონიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

0

სანზონიდან გაუჩინარებულ 66 წლის მამაკაცი რომან კოპალიანი გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედარს სანზონაში, ერთ–ერთი ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რომან კოპალიანს ახლობლები 12 იანვრიდან ეძებდნენ. როგორც „კვირას“ მისმა ერთ–ერთმა ახლობელმა განუცხადა, რომან კოპალიანი ბოლოს ერთ–ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი