ზვიად რატიანი: საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი

პოეტი ზვიად რატიანი ვერ იხსენებს რა კონტექსტში მოიხსენია პატრიარქი უცენზუროდ 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო კონტროლისას მომხდარი ინციდენტის დროს.
თუმცა, რატიანი არ უარყოფს, რომ საპატრიარქოსადმი კრიტიკული განწყობა აქვს.
განმარტებმა რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„არ მახსოვს იმ კონტექსტში რა შუაშია, არის ისტერიკა, ადამიანი გასულია, მხოლოდ სიმთვრალეს მივაწეროთ თუ გნებავთ, მაგრამ სიმთვრალის გარდა, მეტყობა რა მდგომარეობაშიც ვარ! მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ბლარი ადევს, (რატომ არ ვიცი), აწერია – ზვიად რატიანი, ჩემ კონფიდენციალურობას უფრთხილდებიან ამ კადრებში? – ესეც სასაცილოა.. თუმცა გეტყვით, რომ ზოგადად ძალიან კრიტიკულად ვარ ამ ინსტიტუციისადმი განწყობილი, ძალაუფლების იმ სამსახურისადმი, რომელსაც საპატრიარქო ჰქვია. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მახსოვს – გამომიწვიეს, ენას მოსწყდა რაღაც ლოგონერვოზული – ამაზე შორს ვერ წავალ, ნებისმიერ შემთხვევაში გინება არის ცუდი, ვისიც არ უნდა იყოს“, – აცხადებს ზვიად რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები