“უნდა ვიყოთ ორიენტირებული ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული”

თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებების უმთავრესი მიზანია, საქალაქო სამსახურები მათ სფეროში არა უბრალოდ ტექნიკური აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და გამტარებლები იყვნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ამ რეფორმის გატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა არის ზოგადად ამ ცვლილებების მიზანი, ეს არის მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, შემცირებული. ჩვენ წინასაარჩევნოდ გავეცით დაპირება, რომ აუცილებლად დავიწყებდით ფართების დაკანონებას იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდა გარკვეული მიზეზების, გარკვეული ბიუროკრატიების გამო, ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას, სადაც შვილები, შვილიშვილები, თაობები გაზარდეს. ეს პროცესები დაწყებული გვაქვს. დაახლოებით 140 ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, რამოდენიმე დღის წინ მეტრომშენის დასახლებაში 46 ოჯახს გადაეცა მიწის ნაკვეთები, დაურეგისტრირდა. შესაბამისად, მთავარი მიზანი და ამოცანაა, თბილისის მოსახლეობა ბიუროკრატიის წინაშე არ დავტოვოთ მარტო. შესაბამისად, ბიუროკრატია უნდა დაირღვეს თბილისის მერიაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანია, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები