დედოფლისწყაროში მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, არხი ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება. ფერდებზე ეწყობა მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს. მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფლის 1,183 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მიმდინარე სამუშაოები 2018 წლის ივლისში დასრულდება.