2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 950 000-ს გადააჭარბა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა.  ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.

ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:

პრომეთეს მღვიმე – 163 941

მარტვილის კანიონი – 147 374

ყაზბეგის ეროვნული პარკი – 154 085

სათაფლია – 85 526

ოკაცეს კანიონი – 73 113

ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

მაჭახელას ეროვნული პარკი – ზრდა  147%

მარტვილის კანიონი – ზრდა 136%

ალგეთის ეროვნული პარკი – ზრდა 74%

თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%

მტირალას ეროვნული პარკი – ზრდა – 41%

ოკაცეს კანიონი – ზრდა – 40%

პრომეთეს მღვიმე – ზრდა – 19%

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები