ანა ნაცვლიშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვარს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც გადმომეცა სამუშაოდ, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები. ჩემი წინამორბედი მუშაობდა ამ საკითხზე, ახლა უკვე მე გავაგრძელებ. 15 იანვარს არის ის ვადა, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და გამოაცხადოს გადაწყვეტილება ამ კანონთან დაკავშირებით. ამ ვადაში ჩვენ მუშაობას დავასრულებთ.

ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, როგორც იურისტის და უფლებადამცველის არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და მისი ფუნქციონირება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. შესაბამისად, ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში თუ პრაქტიკაში. ამ სტანდარტით იქნება შეფასებული ის კანონიც, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები