გია ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება.
როგორც მან აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილსა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო მდივნის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენი კომუნიკაცია, ხშირად სხვადასხვა პოზიციაზე დგომა, განპირობებული იყო იმ განცხადებებით, იმ ცოტა არ იყოს, აგრესიული დამოკიდებულებით, რაც თუნდაც, ანა დოლიძემ ბოლო გამოსვლის დროს პარლამენტში გამოამჟღავნა და თითქოს პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა და არა, როგორც საპარლამენტო მდივანი. მე იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად, ანა დოლიძის შემცვლელად, ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. ანა დოლიძე კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები