პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად, საჩხერეში არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, 6 პაციენტს ოპერაცია ხელის მტევანზე გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები