სემეკმა წყალმომარაგების ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „მცხეთის წყალსა“ და შპს „რუსთავის წყალს“ 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინა.

ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ტარიფების მოქმედების ვადაა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ტარიფებია:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის: 0.329 თეთრი/მ3
გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.892 ლარი/სულზე/თვეში
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი: 4.400 ლარი/მ3
შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის: 0.329 თეთრი/მ3
გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.888 ლარი/სულზე/თვეში
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 3.548 ლარი/მ3
შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის: 0.405 თეთრი/მ3
გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 2.281 ლარი/სულზე/თვეში
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 3.644 ლარი/მ3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები