“პროკურატურა იძიებს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან რაიმე გადაცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება”

„საქართველოს პროკურატურა იძიებს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან რაიმე გადაცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება ისევე, როგორც ზოგადად, სამართალდარღვევასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ვინ არის სამართალდამრღვევი შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დგება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.

„მე რამდენადაც ვიცი, სასამართლოზე წარდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, არა მხოლოდ ეს ვიდეოჩანაწერი  და შესაბამისად, სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურა კი გამოიძიებს თუ სამართალდამცავთა მხრიდან იყო რაიმე დარღვევა”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები