„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე აქამდე იყო”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობის ერთადერთი ფორმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით კომუნიკაციისთვის იყენებს, ჟენევის ფორმატია.

„პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, რომ არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის  აქამდე იყო”,-  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები