სიმონ ნოზაძე: საჭიროა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ეფექტური თანამშრომლობა

ტერორიზმი საერთაშორისო პრობლემაა და საჭიროა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ეფექტური თანამშრომლობა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს.
„ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი და შემდგომი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებიც დროულად ჩაატარა. ამოღებული მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები ცხადყოფს, რომ ტერორისტული დანაშაული საწყის ეტაპზე იქნა აღკვეთილი. პანკისში ჩატარებული მოქმედებებიც ამ ძალისხმევის ნაწილია“, – აცხადებს ნოზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები