“სუს-ის სპეცოპერაციამ პანკისში დაადასტურა, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოქმედებებით დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.
“წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა. გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.
ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს, მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან სპეცსამსახურებს და ამერიკელ კოლეგებს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად, საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის”,-აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები