“აშშ-ს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა 2017 წელი შეაჯამა და საავტორო წერილი გაავრცელა, სადაც საუბარია აშშ-ის დიდ გამოწვევებზე, ჩრდილოეთ კორეასთან, რუსეთთან და ჩინეთთან.
ტილერსონის განცხადებით, აშშ-მა მოკავშირეებს მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ცალმხრივი ზეწოლა განახორციელონ, ასევე ისაუბრა გაეროს მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იქნა მიღებული.
„ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო იზოლაცია სერიოზული მოლაპარაკებების რეჟიმზე ზეწოლას მოახდენს და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები მიტოვებული იქნება“ აღნიშნა ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ შეერთებულ შტატებს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც საკუთარი მეზობლების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტი შეარყია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუსულ აგრესიას ვემიჯნებით, ვაღიარებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია, რადგან ორმხრივი ინტერესები იკვეთება“.
„ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებ, ჩემი ფიქრები ასეთია – როგორ შეიძლება მე და ჩემმა კოლეგებმა, დიპლომატიური ურთიერთობის დახმარებით, თავიდან ავიცილოთ ადამიანთა მკვლელობები“, _ აღნიშნულია რექს ტილერსონის საავტორო წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები