“საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია.
როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილი ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც საქართველო იმყოფება, გასასვლელი გზების მოძებნაა. „ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტივიზაციისთვის. იზრდება საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი – მილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა ქვეყანაში 2017 წელს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. ახალი წლის წინ, ყოველთვის არის სურვილი, იყო ოპტიმისტი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, _ კვლავ ჩიხშია. თუმცა, მომავალში ვისურვებდით, გასასვლელი გზების მოძებნას ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები აღმოჩნდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები