კარასინი: მოსკოვი მზადაა ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ელოდება ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების ტენდენცია, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, „როცა სააკაშვილის პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მივიდა“.
მისი მტკიცებით, ორივე ქვეყანამ ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია, ასევე გამყარდა ჰუმანიტარული კავშირები.
საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე, კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, პირველ რიგში ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა“, – განაცხადა კარასინმა.
მანვე აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც გაამარტივებს საზღვრის გადალახვას.
კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალ წელს ამ პოზიტიური ტენდენციების განვითარება მოხერხდება“, და აღნიშნა, რომ „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და ელოდება „ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები