დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, დედაქალაქის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, თოიძის და კუმისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები