ზუგდიდის მერია მე-15 ბაგა-ბაღში მომხდარს ეხმაურება-თითოეული ბავშვის ინტერესი იქნება დაცული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია N15-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურებადა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
როგორც ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ განაცხადა, თითოეული ბავშვის ინტერესი იქნება დაცული და მომხდარზე მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.
„ჩვენ მოვახდინეთ მყისიერად რეაგირება, როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია, დაუკავშირდით მშობელს, შევხვდით და გავერკვიეთ სიტუაციაში. ასევე, შევხვდით N15 საბავშვო ბაღის გამგეს, ბაღის აღმზრდელებს და ცენტრის დირექტორს. საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. თითოეული ბავშვის ინტერესი იქნება დაცული და მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ზომებს მიიღებს” – აღნიშნა მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ.