ლევან იზორია: მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე

მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი, უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სადაც 19 წლის ბიჭი დაიჭრა.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მინისტრმა აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე საქმის შეფასებას არ გააკეთებს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები