კომპანია “GT Motors Tbilisi” გაიხსნა

საავტომობილო მიმართულების ახალი კომპანია „GT Motors Tbilisi“ და ავტო-სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ ტრენინგ-ცენტრი, კოლეჯში მიმდინარე სამი საავტომობილო პროგრამის მიმართულებით იქნება განთავსებული.
კომპანიის გახსნაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საზოგადოებრივი კოლეჯის “სპექტრი” დირექტორმა მათე ტაკიძემ და კომპანია „GT motors Tbilisi“-ის დირექტორმა ჯემალ მახარაძემ.
მხარეები ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული პროგრამების – „სავალი ნაწილის ტექნიკოსი“, „ძრავის შემკეთებელი“, „ავტომობილის ზეინკალი“ – პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლას.
კომპანია აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, კვალიფიციური სპეციალისტებით.
ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გაფომებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება კოლეჯის სტუდენტების გადამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიაში განთავსდება კოლეჯის ტრენინგ-ცენტრი და სტუდენტებს სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ, რაც დასაქმების სტიმულირებას და შრომის ბაზარზე კადრების კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები