თემურ გორგაძე: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა  წევრმა თემურ გორგაძემ, რაიონის გამგებელთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად, მოსახლეობას დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროექტები გააცნო.

დეპუტატის თქმით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კრწანისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება, მათ შორის, მოწესრიგდება გზები, წყალმომარაგება, გაგრძელდება სკვერებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა/რეაბილიტაცია.

მაჟორიტარმა განსაკუთრებული ყურადღება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასა და ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის (გვირაბი) მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ  რაიონში ეს ყველაზე მასშტაბური პროექტებია.

მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობა.

მოსახლეობასთან საუბრისას, გორგაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები კულტურული და ახალგაზრდული პროექტებისთვისაც არის გამოყოფილი, ამასთანავე,  რაიონში დაგეგმილია გამწვანების ღონისძიებებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები