სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 13 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.947 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები