კახა კალაძე ბაღების კვების ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს

„ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი შვილების, ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერების საკითხს და მასში მონაწილე კომპანია შპს “ელფთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

“გამოძიება დაიწყო მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ბაგა-ბაღებში კვების ხარისხთან დაკავშირებით. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია ის არასწორი აქცენტები, რაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ ამ კომპანიასთან დაკავშირებით, გამოძიება არანაირად არ ყოფილა ხელისშემშლელი, რომ მათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი, სხვა კომპანიებთან შედარებით, იყო მაღალი. ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი შვილების, ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც იქნება კითხვები და მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. ჩვენ ვართ მოტივირებულები, მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას ვითხოვთ ყველასგან. განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ამ თემით სპეკულაციას, როცა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, ბავშვებს, ჩვენ ვიქნებით სამართლიანები და მკაცრები ნებისმიერი დარღვევის მიმართ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები