პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, შეწყალებულთაგან სამი არასრულწლოვანი და 12 ქალია.
შეწყალებულ პირთაგან 123 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს.
14-დან 24 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ 1182 საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები