“ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები მოსაწესრიგებელია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, ბიუროს სხდომა ხვალისთვის გადაიდო. მისი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ფრაქციების საკითხზე არ უმსჯელიათ.
„ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ფრაქციებზე საუბარი, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე ვიმსჯელეთ. რაც შეეხება ფრაქციების საკითხს, ხვალინდელ ბიუროზე გახდება ცნობილი შემადგენლობა. ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში, კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები მოსაწესრიგებელია“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება, რომელსაც ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია დეპუტატების გადაჯგუფება უმრავლესობაში შემავალ სხვადასხვა ფრაქციას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები