რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რაიონის მოსახლეობას, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

რიმა ბერაძე რაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ მაჟორიტარის ყურადღებასა და თანადგომას.

რიმა ბერაძე ჩუღურეთელებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რაიონში დაგეგმილ სასიკეთო ცვლილებებზე ესაუბრა და დაპირდა, რომ მომავალ წლებში ჩუღურეთის თითოეულ მაცხოვრებელს საცხოვრებელი გარემო და პირობები უფრო კომფორტული და ჯანსაღი იქნება, ვიდრე დღეს აქვთ.

„2018 წელს სასიკეთო ცვლილებებით ვეგებებით. ეს ქალაქს აშკარად დაეტყო. ახალ წელს ახალი გეგმებითა და იმედებით ვხვდებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სულ მალე, მართლაც ვიცხოვროთ ჩვენთვის საოცნებო სიცოცხლით სავსე ქალაქში. წარმატებული და ბარაქიანი ყოფილიყოს თქვენთვის დამდეგი 2018 წელი“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები