თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების მომავალი სასამართლო პროცესი 2018 წლის 9 მარტს გაიმართება

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტები, რომელბსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბრალად ედებათ, საპატიმროში 2 თვის განმავლობაში დარჩებიან, მათი სასამართლო სხდომა კი, 2018 წლის 9 მარტს ჩატარდება.
მთავარი ოპოზიციური ძალის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატმა სეზინ ტარნიკულუმ სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ეს უკვე პოლიტიკური პროცესია“.
სასამართლო სხდომის ჩატარებამდე, ჟურნალისტების მომხრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს, სადაც მათ განაცხადეს, რომ „თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ არ ვართ მარტო, სამართალი ყველასთვის, თავისუფლება ყველა ჟურნალისტს!”
შეგახსნებთ, რომ თურქეთის პროკურატურა ჟურნალისტებს იმ სასულიერო პირთან კავშირს ედავება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევა.
ჟურნალისტებს, ბრალის დამტკიცების შემთვევაში, თავისუფლების აღკვეთა 43 წლით ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები