კასპის კალათბურთის დარბაზში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

კასპის სპორტული კომპლექსის კალათბურთის დარბაზში, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. ტურნირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ, ვახტანგ გორგასალის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის გოჩა თათრიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში კასპის, თბილისის, გორის და ხაშურის გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი და გოჩა თათრიშვილის სახელობის პრიზი კასპელმა კალათბურთელებმა (მთ. მწვრთნელი დ. ჯინიყაშვილი) არავის დაუთმეს, მეორე ადგილი გორის, ხოლო მესამე ადგილი ხაშურის გუნდებმა დაიკავეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, საქართველოს კალათბურთის ნაკრების მაისურით გიორგი სიმონიშვილი დააჯილდოვა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები, თასები და სიგელები.

ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები