“პატრიარქს არაერთხელ უსაუბრია ღიად, ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლასა და ამ გზის მხარდაჭერაზე”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს.
„მისი უწმინდესობა, ბოლო ათწლეულების მანძილზე, საქართველოს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის სულიერი წინამძღვარია. ეს ის უნიკალური მაგალითია, რომელმაც დროს გაუძლო. საეკლესიო სწავლებისა და ერის მომავლის დაცვაზე საუბრისას, პატრიარქს არაერთხელ უსაუბრია ღიად, ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლასა და ამ გზის მხარდაჭერაზე. ვამაყობ, რომ მან რამდენჯერმე მიმიღო და თავისი მოსაზრებები გამიზიარა.
ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, ილია მეორეს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ჩემთვის დიდი პატივია, ქართველ ხალხთან ერთად, მთელი გულით მივულოცო მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, აღსაყდრების 40 წლის იუბილე“, -განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები