მიხეილ ამაშუკელი: 2018 წელს კიკვიძის ბაღის სრული რეაბილიტაცია მოხდება

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი მიხეილ ამაშუკელი,  გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად,   ნაძალადევის რაიონის მე-19 ოლქის მოსახლეობას შეხვდა და მათ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მომავალ წელს კიკვიძის ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ბიუჯეტში 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

გარდა კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისა, მიხეილ ამაშუკელის  თქმით, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის, მოხდება მთავარი და შიდა გზების, ასევე ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, 2019 წლიდან,  ნაძალადევის რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაც  დაიწყება.

მიხეილ ამაშუკელი მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზეც ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტში გარკვეული მატებაა გათვალისწინებული.

“ჩვენი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანაა’’, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები