საკრებულოს მაჟორიტარები მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას განაგრძობენ

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ დღეს მოსახლეობას 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.

ალექსანდრე ხუჯაძის განცხადებით, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის  დიდი ნაწილი  რაიონში ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. მისივე თქმით, თანხის ნაწილი ნაძალადევის რაიონში  სადრენაჟე-სანიაღვრე  და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის  გამოიყოფა. რაიონში ასევე,  სპორტული მოედნები და სკვერები მოეწყობა.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თქმით, ბიუჯეტში თანხები გამოყოფილია სოციალური მიმართულებითაც. კერძოდ,  თანხის გარკვეული ნაწილი მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების  თანადაფინანსებაზე იქნება მიმართული.

2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამაც  რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები