„დინამოსთან” გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. სამსახურის ცნობით, ერთი დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში ღამის საათებში გაჩნდა.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები